21 მარტს აღინიშნება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე. აღნიშნული დღის მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომთან დაკავშირებით.
სკოლა ,,თაობა”-ს მოსწავლეების ნაწილმა გამოთქვა სურვილი გაემართა კონფერენცია დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნავად. კონფერენციის მთავარი ლოზუნგი იყო ,,მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს”.
მოსწავლეებმა კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას განუმარტეს დაუნის სინდრომის, გენეტიკური ცვლილების, გამომწვევი მიზეზები, საზოგადოებაში დამკვიდრებული მითები დაუნის სინდრომთან დაკავშირებით, ასევე დამსწრეებს გააცნეს დაუნის სინდრომით დაავადებული ცნობილი და წარმატებული ადამიანები.
როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, კონფერენციის მთავარი მიზანი იყო საზოგადოებისათვის ეჩვენებინათ, რომ დაუნის სინდრომი არ არის დაავადება, არამედ გენეტიკური ცვლილებაა და მნშვნელოვანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიღება და ჩართვა. ისინი ხომ ძალიან თბილები და კეთილები არიან.