ენის დღესთან დაკავშირებით, სკოლა “თაობაში” მიმდინარეობს მშობლიური ენის კვირეული.


🔹💫სწორედ, ამ კვირეულის ფარგლებში, პირველკლასელებმა “იმოგზაურეს ილუსტრაციებში”, დაათვალიერეს დიდ წიგნში მოცემული ნახატები, ტექსტის წაკითხვამდე გამოთქვეს ვარაუდები და გაუზიარეს ერთმანეთს, ბოლოს კი წაიკითხეს მოთხრობა – “ამაყი ყვავილი”. 🌷

📝 წერა-კითხვის სწავლების ე.წ ჰოლისტური მიდგომა, ბავშვის განვითარების ფილოსოფიას ეფუძნება.

🖇️ ბავშვი, ისევე სწავლობს კითხვასა და წერას, როგორც მოსმენასა და საუბარს. დიდი წიგნების ვიზუალური მხარე, ფორმა, ზომა, ნახატები დიდ ინტერესს იწვევს ბავშვებში და ისინი ხალისით ერთვებიან კითხვის პროცესში.

🔹 შეასრულეს აქტივობა – სიტყვების კედელი, რომელიც საკმაოდ სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა მათთვის.