ესეების კონკურსის გამარჯვებული – IX კლასის მოსწავლე : გიორგი ბერიძე

🔸მონაწილეებს მიეცათ 6 თემის სათაური, რომელთაგან მათ ერთ-ერთი უნდა აერჩიათ .

🏆გამარჯვებული თემა : ყოველდღიური, ყოფითი პრობლემებით გადაღლილები, ვეღარ ვამჩნევთ სამყაროს მრავალფეროვნებას.

🔹ჟიურისთვის ნაშრომის ავტორთა ვინაობა დაშიფრული იყო.

🌸 საორგანიზაციო საკითხებში დახმარებისთვის მადლობას ვუხდით, თვითმმართველობის პრეზიდენტს – მარიამ გიორგაძეს.

🖇️🎓ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა

და გამარჯვებული ესე : 👇🏻

✔️

ყოველდღიური ყოფითი ამბებით დაღლილები ვეღარ ვამჩნევთ სამყაროს მრავალფეროვნებას..

ავტორი: IX კლასის მოსწავლე გიორგი ბერიძე

ავტორი: IX კლასის მოსწავლე გიორგი ბერიძე

🔸 ბავშვი ხედავს, ხედავს, რადგან ჯერ არ უნახავს, ხედავს რადგან სურს, რომ ნახოს. ზოგიერთი ზრდასრულიც არ კარგავს ამ ინტერესსა თუ ლტოლვას უცხოსადმი, რადგან მას ეს უყვარს.

თუ არ ვცდები მაჰმად დარგიშს ჰკითხეს, უყვარდა თუ არა მას ის. მან თქვა : “ახსენეთ მისი სახელი ჩემი საფლავის ქვასთან და მიყურეთ, როგორ ვცოცხლდები.”

ამ კაცს უყვარს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ვერ ხედავს. ხედავს სამყაროს, შვილს და მის სილამაზეს, მაგრამ სამყაროს დანახვას სხვა თვალიც უნდა და სხვა დონის ცოდნაც.

ყველას უნახავს მტრედები, ჩვეულებრივი ადამიანი მათ აიგნორებს, მაგრამ შეიძლება სადღაც, ოდესღაც, იყო ბავშვი, რომელიც არ გაზრდილა მტრედებით სავსე ქუჩებში. სავსებით შესაძლებელია დედასთან ერთად მაღაზიიდან თუ რესტორნიდან მომავალს მტრედები შეხვდა, დედის ყვირილს ყურადღება არ მიაქცია და კინაღამ მანქანას შეუვარდა ბორბლებქვეშ. საქმე ისაა, რომ მან ამ ყველაფერში ხალისი ნახა და სახლშიც კითხვებით დაბრუნდა. ნისკარტს რომ უბრახუნებს მიწას, თავი არ ტკივა? რას ჭამს? ნისკარტით წყალს როგორ სვამს? ალბათ, დღესაც არ იცის ამ კითხვებზე პასუხი, მაგრამ მოგონება ხომ მაინც იქაადა რაც მთავარია, ღიმილით იხსენებს ამ ყოველივეს. (ალბათ)

ახლა საზრუნავი მეტი მაქვს და საფიქრალიც. ყოველდღე ვიღვიძებ სურვილებით, მაგრამ ამ სურვილებს მოვალეობები კლავს. მოვალეობები მიკლავს ინტერესებსაც. ინტერესები და სკოლა ერთმანეთს არ ემთხვევა და ამ ორიდან სკოლა უფრო მნიშვნელოვანი მგონია.

ავტობუსის ფანჯრებიდან ცქერა გაკვეთილების სწავლამ და შემაჯამებლებზე დარდმა ჩაანაცვლა. ერთხელ, საცობში პირველ მსოფლიო ომზე ვსწავლობდი გაკვეთილს, როცა მოხუცმა კაცმა (ჭყონია დავუძახოთ) სახელი მკითხა, მითხრა არ დალიოო. კითხვას კითხვა მოჰყვა, რჩევას რჩევა. მე არ მიკითხავს, მაგრამ მის ალკოჰოლიზმზე და მისი შვილის ტრაგიკულ სიკვდილზე მომიყვა. ვუსმინე, კონაღამ ვიტირე, ამ ყოველივემ გამახსენა, რომ ადრე ავტობუსში ხალხს ვუყურებდი და ყალბ ისტორიებს ვქმნიდი მათი მონაწილეობით. გამახსენდა ის, რომ ეზოს ხეებზე სახელები მქონდა დარქმეული, ჯეინი, ჯემალი, ოთო, გია და ღმერთმა იცის კიდევ რამდენი… ახლა სად მაქვს იმის დრო ან სურვილი, რომ ხეებს სახელები ვარქვა. ხეებიც აღარაა ეზოში…