ზოგადი ინსტრუქცია

    დამატებითი ინფორმაცია

 

  1. მოსწავლეთა ნაკადების მართვის მიზნითა და დასვენებებზე მათი რაოდენობის შესამცირებლად განისაზღვრა გაკვეთილების დაწყების განსხვავებული დრო: I-VI კლასი – 09:30 სთ; VII-XII კლასი – 09:00 სთ;
  2. გაკვეთილებს შორის დაწესდა ორი 10 წუთიანი დასვენება;
  3. სართულებზე კლასების განაწილება მოხდება შერეული ფორმით;
  4. მიმდინარე წლის 1 მარტამდე (დაწესებული რეგულაციების თანახმად) სკოლაში არ იფუნქციონირებს გახანგძლივებულის ჯგუფი;

         

 

   მოსწავლეების ვალდებულებები:

  • დაიცავით ჰიგიენის წესები;
  • დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები;
  • დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა;
  • დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას;
  • დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი;
  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას;
  • სწავლების პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;
  • არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
  • ატარეთ და გამოიყენეთ საკუთარი, სუფთა და მარკირებული (სახელი, გვარი) წყლის ბოთლი სკოლაში.
  • მშობლის ვალდებულებები:
  • ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვათ მოსწავლე სკოლაში;
  • ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანეთ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად;
  • სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინეთ კლასის დამრიგებელს;
  • ცხელების ან სხვა რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად.თითოეულ მოსწავლეს მიეცით საკუთარი, სუფთა და მარკირებული (სახელი, გვარი) წყლის ბოთლი სკოლაში ტარებისთვის.