
ნარჩენები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომლის დიდი წილი ნაგავსაყრელზე ხვდება. თუმცა, ნარჩენი ყოველთვის არ უდრის ნაგავს. იგი რესურსია, რომლის გამოყენებაც ხელახლა შეგვიძლია.

რამდენი ნივთი ცვდება თქვენს ხელში ყოველწლიურად ფიზიკურად ან მორალურად? გიფიქრიათ მათ შეკეთებაზე ან მეორეულ რესურსად გამოყენებაზე? და თუ არა, მაშინ, დროა იფიქრო!

სკოლა თაობა გთავაზობთ მონაწილეობაა მიიღოთ კონკურში, რომლის მთავარი პირობაა – ნარჩენი რესუსრსებისგან გამოყენებითი, ან დეკორატიული დანიშნულების ნივთების დამზადება. გადაახარისხე ნარჩენი. გამოიყენე ხელახლა, როგორც უკვე არსებული რესურსი. ამით შენ ხელს შეუწყობ დედამიწის რესურესების დაზოგვას და რაციონალურად გამოყენებას.