ნიკოლოზ(ტატო) მელიტონის ძე ბარათაშვილი, დაიბადა 1817 წლის 4 დეკემბერს
მე-8 კლასელები არ დაკმაყოფილდნენ სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაციით, ისინი დაინტერესდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებითა და მოღვაწეობით.
მოიძიეს და გაეცნენ მის შესახებ ინფორმაციას, ეპისტოლარულ მემკვიდრეობასა და შემოქმედებას.
შეიყვარეს იგი და გადაწყვიტეს მისთვის სხვადასხვა წიგნის პერსონაჟები დაემეგობრებინათ.
ზოგმა ორ პერსონას შორის მიმოწერა გამართა, ზოგმა მტკვრის პირას შეახვედრა ისინი, ზოგმა სად და ზოგმა სად.
საბოლოოდ, ტატომ უამრავი მეგობარი (ენი, ჰოლდენი, იანგული, ხატია, ბიძია თომა და სხვა) გაიჩინა და მათთან ცხოვრების საზრისზე ისაუბრა.