ფილი ,,საოცრება”, რომელიც სტივენ ჩბოსკის მიერაა გადაღებული მოგვითხრობს 11 წლის ბიჭზე, რომელსაც ავგუსტი ჰქვია.
ავგუსტი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც უყვარს ვიდეო თამაშები, მის ძაღლთან ერთად სეირნობა, „ვარსკვლავური ომების“ ყურება, დაიკოსთან ჩხუბი და შერიგება. მაგრამ ამავე დროს იგი ჩვეულებრივი ბიჭი არაა, მას არასოდეს უვლია სკოლაში.
იგი გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა – მას სახე არ აქვს. მან 30 ოპერაცია გადაიტანა და მიუხედავად ამისა, მაინც არ გავს სხვა ბავშვებს. ერთ დღეს კი მას სკოლაში წასვლა მოუწევს. მისი თანატოლები ცუდად ექცევიან, მაგრამ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაამტკიცოს, რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს.
აღნიშნული ფილმის ჩვენება გაიმართა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის. ამ ფილმით სკოლა ,,თაობას” სურს აჩვენოს ბავშვებს, რომ არ შეიძლება სხვა ბავშვების დაჩაგვრა, უნდა იყვნენ მეგობრულები და ყოველთვის დაიცვან საკუთარი მეგობარი.