ქ. ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრი წარმოადგენს ორგანიზაციას, რომლის მიზანიცაა ახალგაზრდა თაობა ჩართოს სხვადასხვა სოციალურ და ზოგადსაგანმანათლებლო პროექტებში.
სკოლა ,,თაობა” ორიენტირებულია მოსწავლეების პოტენციალის და სოციალური შეგნების განვითარებაზე, შესაბამისად სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვენენ ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო და სოციალურ პროექტებში.
31 მარტს, ახალგაზრდული ცენტრის მიერ ჩატარდა ტრენინგი ,,ლიდერობა, მართვა, გუნდურობა”, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს დაევალათ ბიზნეს პროექტის მოფიქრება, წარდგენა და აღნიშნული ბიზნესის პერსპექტივებზე, განვითარებაზე მსჯელობა.
ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარადგინეს ბიზნეს პროექტი ,,ეკოლოგიურად სუფთა ტურისტული სოფელი”, რომელიც ტრენინგების ორგანიზატორებმა აღიარეს, როგორც საუკეთესო.
ყოჩაღ თაობელებო!!! 🙂.
ტრეინინგზე დამსწრე მოსწავლეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.