6 წელი ბავშვებისათვის გარდამტეხი ასაკია.
მათ უწევთ ახალ გამოწვევებთან გამკლავება, თამაშიდან დასწავლის აქტივობებზე გადასვლა, სკოლაში წასვლა და თან დისტანციურად სწავლება, რაც გარკვეულ სტრესთან არის დაკავშირებული და ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუგოთ მათ, დავეხმაროთ ადაპტაციაში.
მშობლის როლი და დამოკიდებულება არის უმნიშვნელოვანესი, ამიტომ სკოლა თაობამ დაგეგმა ტრენინგების სერია და უკვე ჩატარდა პირველი ონლაინ ტრენინგი თემაზე “6 წლის ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებები” – რომელსაც ესწრებოდნენ პირველკლასლთა თაობელი მშობლები.
აღნიშნული ტრენინგები მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება. დაწერეთ კომენტარებში, ან მოგვწერეთ თქვენი მოსაზრებით რა სახის საკითხებზე გსურთ ტრენინგების სერიის გაგრძელება…