სკოლა თაობის ერთ-ერთი მთავრი მიზანია, მოსწავლეებს განუვითაროს ისეთი უნარები, რომლებიც აუცილებელია კარიერული დაგეგმვის, პროფესიული ორიენტაციის და სამომავლოდ საკუთარ ქცევებზე, სოციალურ აქტივობებზე პასუხისმგებლობის აღებისთვის.
აღნიშნულის უზრუნველსაყოფად სკოლა თაობაში ისწავლება არჩევითი საგანი „ვირჩევთ პროფესიას’’, რომლის ფარგლებშიც 14.06.2023 წელს, ნიკორას შვილობილი კომპანია Hot Dog Room • ჰოთ-დოგ რუმი-ის გენერალურმა დირექტორმა და KFC-ი ბათუმის დირექტორმა, X და XI კლასის მოსწავლეებს ჩაუტარეს ღია გაკვეთილი(ტრეინინგი).
აღნიშნულმა კომპანიებმა შეთავაზეს საზაფხულო სამსახური სრული სახელფასე და საბონუსე ანაზღაურებით და რა თქმა უნდა შრომის კანონმდებლობით დადგენილი ნორმების გათვალისწინებით ( ლოიალური სამუშაო გრაფიკი).
სკოლა თაობა მადლობას უხდის Hot Dog Room-ს და KFC-ის თანამშრომლობისთვის.
P.S. უდიდესი მადლობა თაობის საუკეთესო ბავშვებს, მათ იციან, რომ შრომა და საკუთარ ქცევაზე სოციალური პასუხისმგებლობის აღება, უმნიშვნელოვანესია მომავალი, უკეთესი ქვეყნის შექმნისთვის.