სკოლა თაობაში ერთ-ერთი პრიორიტეტული ემპათიის მიმართულებაა. სკოლაში დანერგილი ჩახუტების დღე ხელს უწყობს თაობელებს შორის უშუალო, ღია, ოჯახური დამოკიდებულებების შექმნას. თუ სხვა დროს მოსწავლეებს დირექტორისა და მასწავლებლებისადმი მოკრძალება მართებთ , ამ დღეს ისინი თამამად მიდიან მათთან და გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას- სითბოს, სიყვარულსა და დადებით ემოციებს.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არც სხვა დროს ეკრძალებათ, მაგრამ აქტიური საგაკვეთილო პროცესიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ამის საშუალება ნაკლებად ეძლევათ.
თან ბუნებრივად გამოვიდა, რომ მოსწავლეებს ერიდებათ მასწავლებლებთან მსგავსი ქმედების განხორციელება, ეს დღე კი ხელს შეუწყობს დადებითი ენერგეტიკის გაცვლასა და ჯანსაღი ემოციების გამოვლენას.
ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია , რადგან ადამიანებს დაახლოებასა და იმის გაცნობიერებაში უწყობს ხელს,თუ რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, ზრუნვა და ერთმანეთის ყურადღება.
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ გულწრფელი ჩახუტება ხელს უწყობს ორგანიზმში ენდორფინების- ბედნიერების ჰორმონების გამომუშავებას .
რაც მთავარია არ დაგვავიწყდეს ჩახუტების დღეს – აუცილებელია რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჩაეხუტო .