ერთად დავეხმაროთ პირველკლასელებს წარმატების მიღწევაში

სკოლა ,,თაობის” ფსიქოლოგის რჩევები პირველკლასელთა მშობლებს.

ბავშვის სკოლაში მისვლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ოჯახის ცხოვრებაში. ყველაზე მეტად ამაზე მშობლები ღელავენ. ყოველი ბავშვი არის ინდივიდუალური და უნიკალური თავისი ბუნებითა და შესაძლებლობებით. მშობელი ხშირად თავისი შვილისგან ზედმეტად მეტს მოითხოვს, ვიდრე ეს ბავშვის ასაკს შეესაბამება. (1) ხშირად დამატებით მეცადინეობებს აიძულებენ, რასაც ბავშვის ნერვული სისტემის დაძაბმვამდე მივყავართ.

პირველ რიგში მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სკოლის დაწყებიდან პირველ ხანებში საჭიროა ბავშვებისათვის მაქსიმალური ხელშეწყობა. აკადემიური რესურსების გამოვლენა და  გაძლიერება.  (2) სკოლის შემდეგ ბავშვებმა აუცილებლად უნდა დაისვენონ. მხოლოდ შემდეგ შეასრულონ მოცემული დავალება, ამასთან, დავალება უნდა შესრულდეს იმ დღეს როცა ის მიიღო.

(3) ძილის წინ ბავშვები უნდა მოვარიდოთ კომპიუტერს. ტელევიზორს, რადგან მისმა ნერვულმა სისტემამ დასვენება შეძლოს. ხშირ შემთხვევაში პირველკლასელებთან ვაწყდებით  პრობლემას , როცა ბავშვი ვერ გამოდის თამაშის ასაკიდან. ამ შემთხვევაში (4) უნდა მოხდეს თამაშის და სწავლის შერწყმა. ბავშვმა თანდათან უნდა გააცნობიეროს, რა არის სწავლა, დისციპლინა, დავალება, რომ ეს მისი ცხოვრების ნაწილი უნდა გახდეს. (5) პოზიტიური ფრაზებით უნდა ვისაუბროთ სკოლაზე, მასწავლებლებზე, დავალებებზე, გაუთავებელი ძალდატანებით არ უნდა ჩამოვუყალიბოთ უარყოფითი დამოკიდებულება სწავლის მიმართ. ხშირად დაასვენეთ ბავშვები.

დაიწყო პირველკლასელთა მიღება!დაკლიკეთ აქ, ჩვენთან დასაკავშრებლად.

(6) ბავშვებს უნდა ავუხსნათ შეფასების მნიშვნელობა დადებითი ემოციებითა და სიტყვებით, ავუხსნათ, რომ მათ შრომას , სწორად შესრულებულ დავალებას სკოლაში შეაფასებენ. ყველა ეს ინფორმაცია ბავშვამდე უნდა მივიტანოთ მაქსიმალურად ისე, რომ ბავშვი არ დაითრგუნოს, არამედ პირიქით ინტერესი  გავუღვივოთ ყოველ ახალ ეტაპზე.

ხშირად მშობლები იყენებენ დაპირებებს, მუქარებს, რათა ბავშვმა კარგი ნიშანი მიიღოს, ეს არც თუ ისე კარგი მეთოდია. (7) უმჯობესია ბავშვს შრომის და დავალების შესრულების ჩვევა შევუმუშავოთ, სწავლის სიყვარული და ინტერესი გავუღრმავოთ. 

ასე, რომ მშობლები , პედაგოგების მსგავსად საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დგანან. სწორედ მათზეა დამოკიდებული ბავშვის სამომავლო სასკოლო ცხოვრება და არა მარტო.

დაიწყო პირველკლასელთა მიღება!დაკლიკეთ აქ, ჩვენთან დასაკავშრებლად.