,,ვერის უბნის მელოდიების” სპექტაკლი სკოლა თაობაში

სკოლაში მე-3 კლასის ბავშვებმა დადგეს სპექტაკლი ცნობილი ქართული მიუზიკლიდან ,,ვერის უბნის მელოდიები”. 

,,ვერის უბნის მელოდიები” ცნობილი ქართველი რეჟისორ გიორგი შენგელიას მიერაა გადაღებული 1973 წელს. 

,,ვერის უბნის მელოდიები” პირველი ქართული მიუზიკლია.

ფილმი სიკეთის შუქით გასხივოსნებულ ადამიანთა სულის მშვენიერებაზეა. იგი ღარიბი ობოლი გოგონების ამბავს მოგვითხრობს, რომელთაც ცეკვის შესწავლა სურთ, მაგრამ საამისო სახსრები ვერ გამოუნახავთ. ჰოდა, მათი ოცნების ასრულება მათსავით ღარიბ, კეთილ მრეცხავ ქალს უკისრია, რისთვისაც ისეთი ოინები ჩაუდენია, რომ მთელი ქალაქი გაუოცებია, კინაღამ ბუნტიც აუტეხია და რაც მთავარია გოგონები “ტანც-კლასშიც” მოუწყვია.