რატომ ჩვენ?

სკოლა ,,თაობა” 2001 წლიდან ფუნქციონირებს. მუდმივმა სწრაფვამ განვითარებისკენ და სიახლეების დანერგვისკენ განაპირობა ის, რომ სკოლა თაობა განსაკუთრებულ ადგილს იჭერს ქალაქის საგანმანათლებლო სივრცეში. 

სკოლას გააჩნია ევროპული სტანდარტების შენობა, აღწურვილი სხვადასხვა ლაბორატორიებით, საკონფერენციო დარბაზით, სპორტ დარბაზით და ა.შ. გარდა ამისა სკოლის გარემო და პირობები ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

სკოლის წარმატებას გარკვეულწილად განაპირობებს ახალგაზრდა და მოტივირებული მენეჯერული რგოლი და მასწავლებლები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მუდმივ განვითარებასა და სიახლეების დანერგვისკენ.

სკოლა თაობა ორიენტირებულია,  მოსწავლეებში როგორც ცოდნის გაღრმავებაზე, ასევე მათი ინტელექტუალური და ემპათიის უნარების განვითარებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის სრულყოფისთვის სკოლა თაობას შემუშავებული და დანერგილი აქვს საკუთარი განვითარების სტრატეგია და კონცეფცია.

სკოლის კონცეფცია აგებულია მოსწავლის ირგვლივ და გულისხმობს, რომ მოსწავლემ I კლასიდან XII კლასის ჩათვლით მიიღოს სრულფასოვანი აკადემიური განათლება, განუვითარდეს ემპათიური უნარ-ჩვევები და ინტელექტუალური შესაძლებლობები.

კონფეფციის მიზანია მოსწავლე იყოს არამხოლოდ განათლებული, არამედ განვითარებული ინტელექტუალური შესაძლებლობის და ადამიანური ღირებულებების მატარებელი სრულფასოვანი პიროვნება.

კონცეფცია თავის თავში გულისხმობს განვითარების 3 ხაზს:

  • აკადემიური ხაზი – მიზანი: მოსწავლემ I კლასიდან სწავლის დასრულებადე მიიღოს დადგენილი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამების ირგვლივ საფუძვლიანი, დამატებითი, მრავალფეროვანი და ალტერნატული ცოდნა-განათლება.
  • ემპათიის ხაზი – მიზანი: მოსწავლეს I კლასიდან განუვითარდეს და ჩამოუყალიბდეს ეპათიური უნარ-ჩვევები, სწორი ღირებულებები და დამოკიდებულებები, გახდეს მეტად ადაპტირებული გარემოში და განუვითარდეს ემოციური ინტელექტი.
  • აქტივობების ხაზი – მიზანი: გართობა, შეჯიბრობითობა, სხვადასხვა უნარების განვითარება და გაღრმავება, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა და ა.შ.

   სტრატეგიის 3-ვე ხაზი არის კონცეპტუალური: ისინი ავსებენ ერთმანეთს და გამომდინარეობენ ერთმანეთისგან. სტრატეგიის მთავარი კონცეფცია არის ის, რომ მოსწავლე სწავლების ყოველ საფეხურზე მიიღებს განსაკუთრებულ აკადემიურ განათლებას, გაიღრმავებს ინტელექტუალურ და ემპათიურ უნარ-ჩვევებს, ხოლო სტრატეგიის ყველა პროგრამა ორიენტირებული და მორგებული იქნება მოსწავლეზე (მის ასაკზე და შესაძლებლობებზე).

კონცეფციის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად დააკლიკეთ ქვემოთ მოცემულ ბმულს 👇

სკოლა თაობის კონცეფცია და განვითარების სტრატეგია