სკოლა ,,თაობა” გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს !!!

აღდგომა — უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. აღდგომას უძღვის 40-დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარებავნების კვირა. ქრისტიანთათვის ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.

თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ. მხოლოდ IV საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. ეს შუალედი ხვდება ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე. შესაბამისად, აღდგომა მოძრავი დღესასწაულების კატეგორიას განეკუთვნება.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის თანახმად, აღდგომის ზეიმი, უძველეს მესაქონლეთა და შემდეგ მიწათმოქმედთა საგაზაფხულო, საყოველთაო განახლების დღესასწაულია, რომელიც უშორესი ძირებით წარმართულ რელიგიებს უნდა უკავშირდებოდეს, სადაც ის ბუნების კვდომას და აღდგომას განასახიერებს.