სკოლა ,,თაობის” მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში

როგორც უკვე აღინიშნა სკოლა ,,თაობა” მჭიდროდ თანამშრომლობს ქ. ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრთან.

2 აპრილს, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგ-სემინარი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მიზნით. აღნიშნულ ტრენინგ-სემინარში სკოლა ,,თაობის” მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. 

აღნიშნულ სემინარზე მთავარი მესიჯი იყო, რომ აუტიზმით დაავადებული ადამიანი არის საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი და ამის დასტურად  წარდგენილი იყო 25 პროფესია, რომლის დაუფლებაც შეუძლიათ აუტიზმით დაავადებული ადამიანებს.

ასევე აღნიშნულ სემინარზე აუტუზმით დაავაებულმა ბავშვებმა წარმოადგინეს თავისი ნიჭი სიმღერაში, დაკვრაში, ხატვაში და სხვადასხვა აქტივობებში, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა.