სკოლის მისია და მიზანი

კერძო სკოლა თაობის მისიაა თავისუფალი, შემოქმედებითი, ანალიტიკურად მოაზროვნე და ემპათიური უნარ-ჩვევების მქონე პიროვნებების აღზრდა – განათლებული და სიახლის შეცნობის მსურველ მოქალაქეებად ჩამოყალიბების მიზნით.
ამის მისაღწევად, სკოლა თაობაში სწავლების პროცესი ორიენტირებულია როგორც მოსწავლის აკადემიურ, ასევე მის პიროვნულ განვითარებაზე. სკოლა თაობაში ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული სასკოლო კულტურაა, რაც შესაძლებელს ხდის, მოსწავლისთვის ახალი ცოდნისა თუ უნარების დაუფლების პროცესი იყოს სასიამოვნო და საინტერესო.
სკოლის მიზანია:
• უზრუნველვყოთ სწავლების მაღალი ხარისხი, მუდმივად განვითარებადი ადამიანური და მატერიალური რესურსით;
• შევუქმნათ მოსწავლეებს სათანადო პირობები მაღალი სტანდარტისა და ხარისხიანი განათლების მისაღებად, საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოსავლენად და განსავითარებლად;
• ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს გამოიმუშაონ დასწავლის უნარ-ჩვევები, რათა დამოუკიდებლად, თუ სხვებთან ერთად შეძლონ ცოდნის შეძენა და გაღრმავება;
• განვავითაროთ მოსწავლეებში შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნება, რაც დაეხმარება მათ ნებისმიერი გამოწვევის დაძლევაში;
• აღვჭურვოთ მოსწავლეები აუცილებელი ცოდნითა და უნარებით, რომლებიც მათ სოციალიზაციაში, საკუთარი პოტენციალის რეალიზებასა და წარმატებების მიღწევაში დაეხმარება;