ტრენინგ-სემინარი პირველკლასელთა მშობლებისთვის

ნებისმიერი ბავშვისათვის სკოლაში წასვლა არის სიახლე, რომელიც გარკვეულ სირთულეებთან და სტრესთანაა დაკავშირებული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სკოლამ და მშობლებმა დაეხმაროს ბავშვს ადაპტირებასა და სწავლისადმი დადებითი განწყობის შექმნაში.

სკოლა თაობაში ფსიქოლოგი მუდმივად ეხმარება ბავშვებს, მშობლებს და მასწავლებლებს არსებული სირთულეების დაძლევაში. მოცემული საქმიანობის ფარგლებში სკოლა თაობაში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგ-სემინარი თემაზე: ,,6 წლის ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებები”, რომელსაც ესწრებოდნენ პირველკლასელთა მშობლები.

ტრენინგ-სემინარზე შემდეგი საკითხები იქნა განხილული:

  • 6 წელი, როგორც კრიზისული პერიოდი ბავშვის ცხოვრებაში;
  • სწავლისადმი დამოკიდებულება;
  • ბავშვის ქცევის მართვა და ემოციური რეგულაციის ხელშეწყობა;
  • მშობლების ბავშვთან ურთიერთობის სტილი;
  • პოზიტიური ინტერაქციის ძირითადი სტრატეგიები, როგორ მივაღწიოთ ბავშვთან თანამშრომლობას;