შეხვედრას პროგრამის კოორდინატორი სალომე ფუტკარაძე უძღვებოდა.
პროგრამაში მონაწილეობა უკვე შეუძლია ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას 14-დან 29 წლის ჩათვლით.
USAID-ის 5 წლიანი პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ემსახურება მოქალაქეთა სამოქალაქო ინტეგრაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებას.
შეხვედრაზე ისაუბრეს ახალგაზრდების თვითგანვითარებაზე, სამოქალაქო აქტივიზმზე და სამუშაო კომპეტენციებზე.
აღნიშნულ პროგრამას, საქართველოს გაეროს ასოციაცია, აჭარის რეგიონში “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან” ერთად, USAID -ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.