ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეებმა, გვანცა მამულაშვილმა და მარიამ დაშნიანმა, სკოლა თაობის მოსწავლეებისთვის თანატოლთა ტრენინგი ჩაატარეს.
ტრენინგზე ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე, პროფესიულ სტერეოტიპებზე და ქალების წვლილზე მეცნიერებაში.
ამავე თემაზე მომზადდა წიგნის სანიშნეები, რომელზეც მეცნიერ ქალთა ისტორიებია დატანილი.
აქტივობის მიზანია ამ დღის მიმართ ცნობიერების გაზრდა და სტერეოტიპების დაძლევა პროფესიის არჩევის პროცესში.
აქტივობა გაიმართა პროგრამა “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში.
USAID-ის პროგრამას „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონში პროგრამის პარტნიორია თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი.