13 ნოემბერი სიკეთის საერთაშორისო დღეა!
ამ დღეს სკოლა თაობის VII კლასის მოსწავლეები თავიანთი პატარა კეთილი საქმით შეუერთდნენ და ბათუმის სათნოების სახლს ეწვივნენ.
თაობელები ვთვლით, რომ ერთმანეთზე ზრუნვით და კეთილი საქმის კეთებით ყველაფერი გაცილებით უკეთესად იქნება.
მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით VII კლასის მოსწავლეთა მშობლებს.
მასწავლებლები: სოფო ფუტკარაძე, ლიკა ქორიძე