13 ნოემბერი სიკეთის საერთაშორისო დღეა!
თაობაში ყველაზე მზრუნველი, გულთბილი და კეთილი სასკოლო საზოგადოებაა!
პროექტის შესახებ: ჰუმანისტი მწერლის ნოდარ დუმბაძის მოთხრობა ,,ბოშების”- შესწავლისას, VIII კლასის მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი სიკეთის კეთების.
პროექტი მიზნად ისახავს სიკეთის კეთების ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვას. აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად განახორციელეს.
თაობელები ვეთანხმებით აზრს იმის შესახებ, რომ თანამედროვე განათლების აღზრდის სისტემა შეუძლებელია იყოს წარმატებული, მშობლის თანამონაწილეობის გარეშე.
მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით VIII კლასის მოსწავლეთა მშობლებს.
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა, მოქალაქეობა
ვიდეოს ავტორი: მოსწავლე ელენე ვარშალომიძე
მასწავლებლები: თამუნა ტაკიძე და თორნიკე ზაქარაძე