16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა!
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 1995 წლის 16 ნოემბრიდან აღინიშნება, როდესაც იუნესკომ მიიღო ტოლერანტობის პრინციპთა დეკლარაცია.
ტოლერანტობა არის კულტურათა მრავალფეროვნებით მდიდარი სამყაროს, სხვისი თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანური ინდივიდუალობის გამოვლენის გაგებისა და გაცნობიერების უნარი, განსხვავებულობის პატივისცემა.
ჩვენი მოსწავლეები და მასწავლებლები გიზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს ტოლერანტობის ცნებასთან დაკავშირებით.