სკოლა თაობა- ში მასწავლებლის ეროვნული დღე ღონისძიებით აღინიშნა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მასწავლებლის ეროვნული დღე წელს პირველად აღინიშნა.
მთელი კვირის მანძილზე მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში არაერთი აქტივობა გაიმართა: მოსწავლეებმა მასწავლებლის როლი მოირგეს და უმცროსკლასელებს გაკვეთილი ჩაუტარეს.სკოლის ყველა საფეხურის მოსწავლემ მასწავლებლების შესახებ შექმნეს ჩანახატები, რომელსაც გამოცანის შინაარსი ჰქონდა. თაობელმა მასწავლებლებმა ჩაწერეს ვიდეობი თუ რატომ აირჩიეს მასწავლებლის პროფესია.
სკოლა თაობა მადლობას უხდის მასწავლებლებს მოსწავლეთა განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.