ტრენინგი “პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა”

სკოლა ,,თაობის” თვითმმართველობამ თავისი ინიციატივით განახორციელა ,,ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში” ტრენინგის ორგანიზება სკოლა ,,თაობის” უფროსკლასელებისათვის.

ტრენინგი ეხებოდა პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევას.

ტრენინგს ატარებდა ,,ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის” დირექტორის მოადგილე.

ტრენინგზე ნაჩვენები იქნა სპეციალიზებულ სამედიცინო მანეკენ/ტრენაჟორზე აუცილებელი პირველადი სამედიცინო დახმარებები, სამედიცინო აპარატურის გამოყენების წესები და სხვა.

სკოლა ,,თაობა” მადლობას უხდის “ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს” თანამშრომლბისათვის.