მოსწავლეთა მხარდაჭერა

რა მოიაზრება მოსწავლეთა მხარდაჭერაში?!

მოსწავლეთა მხარდაჭერა ერთი მხრივ მოიაზრებს მოსწავლეთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფას, ხოლო მეორე მხრივ მოსწავლეებისთვის მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას, რაც მთლიანობაში ორიენტირებულია მოსწავლეთა წინსვლის, ჰოლისტური (მოსწავლე თავად არის თავისი ცოდნის კონსტრუქტორი, მასწავლებელი კი მისი მხარდამჭერი) განვითარებისკენ.

სკოლა თაობა მომართულია, რომ ასწავლოს მოსწავლეს სწავლის ხელოვნება, ასწავლოს საკუთარი ზრდა-განვითარების პროცესის ეფექტურად მართვა, ჩამოუყალიბოს თვითგანვითარებისა და თვითსრულყოფის უნარები. ჩვენი მოსწავლეზე ორიენტირებულობა აპრიორი გულისხმობს მოსწავლეების მხარდაჭერას მათი უფლებების დაცვას და მხარდამჭერი ღონისძიებების გატარებას. მოსწავლის უნივერსალური უფლებები, როგორიცაა ხარისხიანი განათლების თანაბარი ხელმისწავდომობა, სკოლის მართვაში ჩართულობა, საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ინფორმულობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, გასაჩივრების უფლება და გამოხატვის, შეკრების, გაერთიანებების, რწმენის თავისუფლებება უპირატესია ჩვენი სკოლისთვის.

მოსწავლეთა ადაპტაცია

მოსწავლის სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია მოსწავლის როგორც აკადემიური წინსვლის, ასევე სოციუმთან ინტეგრაციისთვის. სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება პირველკლასელთა მიღებას და მათი ადაპტაციის მხარდაჭრის აქტივობების განხორციელებას. სკოლაში პირველკლასელთა ტრანზიციის (უმტკივნეულო გადასვლა ერთი გარემოდან/განათლების საფეხურიდან შემდეგომ საფეხურზე) მხარდამჭერი პროცედურები ასახულია სკოლის მოსწავლის გარემოსთან ადაპტაციის მექანიზმში, სადაც გამოკვეთილია შემდეგი ასპექტები: ტრანზიციის პროცესის კოორდინატორი, ტრანზიციის პროცესში ჩართული პირები და მათი ფუნქცია-მოვალეობები და ის გზები, რომელთა გამოყენებითაც ხდება მოსწავლის ახალ გარემოსთან ადაპტაცია.  ადაპტაციის პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გადადის სკოლის ფსიქოლოგზე, კლასის დამრიგებელზე და სკოლის PR-ზე. ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს სკოლის თვითმმართველობა, რომელიც არაფორმალურ გარემოში ზრუნავს მოსწავლთა ადაპტაციაზე.

მოსწავლეთა მხარდაჭერის კონკრეტული მექანიზმები

  • სკოლა თაობაში მხარდაჭერილი და წახალისებულია მოსწავლეთა ინიციატივები დაგეგმონ და განახორციელონ სასკოლო პროექტები და აქტივობები მათი ინტერესებიდან გამომდინარე.
  • მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან კვალიფიციური ფსიქოლოგის მომსახურებით და მხარდაჭერით.
  • სკოლაში მოსწავლეების მხარდაჭერი პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეებს დაეხმაროს მომავალი პროფესიის შერჩევაში და დაგეგმვაში.