ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა:
- ფუნდამენტური აკადემიური უნარების – წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა;
- სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების, პოზიტიური აკადემიური თვითკონცეფციის (საკუთარი თავის, როგორც მსწავლელის, აღქმა) ჩამოყალიბება და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის;
ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა:
- საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა და მხარდაჭერა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძვლების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე (აკადემიური, პროფესიული) სწავლის გაგრძელებისთვის ან პროფესიული საქმიანობისთვის;
ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა:
- სისტემური აკადემიური და/ან პროფესიული ცოდნის კონსტრუირება;
- მოსწავლის მიერ საკუთარი პიროვნული განვითარების დაგეგმვისა და აკადემიური/პროფესიული ორიენტაციის მხარდაჭერა.
პროგრამებზე ჩარიცხივის ეტაპები: