ჩვენი რწმენით, სკოლამ მოსწავლე მხოლოდ მომავლისთვის კი არ უნდა „ზარდოს’’, რომ მომავალში ის იცხოვრებს საზოგადოებაში, არამედ ბავშვი უკვე ცხოვრობს საზოგადოებაში, უკვე არის ამ საზოგადოების შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად სკოლა შესაძლებლობას უნდა აძლევდეს მოსწავლეს იკვლიოს საკუთარი პიროვნება და განვითარდეს აქ და ახლა.
ესე იგი მხოლოდ სამომავლოდ კი არ „ვზრდით’’ ბავშვს, არამედ აქ და ახლა პროცესშია ჩართულია მოსწავლე, რომელიც ყოველდღიურად საკუთარ პიროვნებას განავითარებს და ჩვენი მიდგომებით, მიმართულების მიცემით, დაკვირვებით, ანალიზით და უკუკავშირით ხელს ვუწყობთ, ვეხმარებით მოსწავლეს.
ჩვენ გვჯერა იდეის, რომ მოსწავლე არის განვითარების სუბიექტი. ჩვენი სკოლის მისია და ხედვა ამოდის ამ პარადიგმიდან. სკოლის მიზნებიც და მიზნების შესაბამისი ამოცანებიც სწორედ მოსწავლის როგორც განვითარების სუბიექტის იდეის შინაარსის გააზრება-გათავისებას და ფრთაშესხმას ცდილობს.
სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების სანახავად დააკლიკეთ ქვემოთ მოცემულ ბმულს 👇
სკოლა თაობის მისია, ხედვა და ღირებულებები