სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები

მისია: „ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ საკუთარი პიროვნების თავისუფლად განვითარება განაპირობებს მოსწავლის ბედნიერებას და წარმატებას, შესაბამისად მზად ვართ ვაქციოთ სწავლა მოსწვალისთვის საინტერესო პროცესად, გარემოში სადაც ყველა მიღებული და დაფასებულია, სადაც მოსწავლე შეძლებს იპოვოს საკუთარი თავი’’

ხედვა: ჩვენი გამორჩეული კომპეტენცია  დავაფუძნოთ სასწავლო პროცესი მოსწავლე სუბიექტის პარადიგამზე – “2030 წლისთვის დაგვიმკვიდრებს ადგილს საქართველოს საუკეთესო 10 სკოლას შორის“.

 ღირებულებები:

  • თანასწორობის დაცვა – რაც გულისხმობს სკოლის ყველა მოსწავლის, მასწავლებლის და თანამშრომლის განვითარების თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფას.
  • გუნდური მუშაობა – რაც გულისხმობს სკოლისადმი ერთგულების და თანაშემოქმედებითობის განცდის გაძლიერებას და ხელშეწყობას.
  • პროფესიონალიზმი – რაც გულისხმობს გაზიარებულ პასუხისმგებლობას სკოლის ეფექტიანობაზე, დასახული სტრატგიული და სამოქმედო გეგმების მიღწევასა და რეალიზებაზე.
  • ღიაობა – რაც გულისხმობს გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. ასევე მონაწილეობას, რომელიც ქმნის პროცესების გაუმჯობესების საფუძველს და ანგარიშვალდებულებას, რომელიც სკოლას და სასკოლო საზოგადოებას აქვთ ერთმანეთის მიმართ და შედეგებთან მიმართებით.