თემა: ვკარგავთ თუ არა ეროვნულ იდენტობას?
დისკუსიაში მონაწილეობდნენ საბაზისო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.მონაწილეებმა შეძლეს სხვადასხვა საკითხის გააზრება, მათი შედარება და საკუთარი პოზიციის ლოგიკური არგუმენტებით გამყარება.საკითხზე მსჯელობის გაღრმავებას დაეხმარა რამდენიმე ვიდეორგოლი, რომლებიც დისკუსიის თემატიკას უკავშირდებოდა და მოსწავლეების მხრიდან დამატებით ანალიზსა და შეფასებას მოითხოვდა.
დისკუსიის განმავლობაში მონაწილეები მსჯელობდნენ ენის, ეროვნული იდენტობისა და პიროვნული განვითარების მნიშვნელობაზე თანამედროვე სამყაროში.
პროცესმა ნათლად აჩვენა, რომ მოსწავლეები კარგად ერკვევიან ეროვნულ იდენტობასთან დაკავშირებულ თანამედროვე გამოწვევებში და შეუძლიათ საკუთარი პოზიციის გააზრებულად და პასუხისმგებლობით ჩამოყალიბება.