მდებარეობა

ბათუმი, რურუას ქ.10

მოგვწერეთ

schooltaoba@gmail.com

დაგვიკაშირდით

მიღება-ჩარიცხვის წესი

მიღება-ჩარიცხვის წესი

სკოლა თაობაში მიღება-რეგისტრაცია 2 მიმართულებით ხორციელდება:

  • პირველკლასელთა რეგისტრაცია
  • II-XII კლასებში მობილობა 

 პირველკლასელთა რეგისტრაცია

პირველ კლასში შესაძლებელია დარეგისტრირდეს მოსწავლე, რომელსაც მისაღებ სასწავლო წლის 31 დეკემბრამდე უსრულდება 6 წელი;

ყოველწლიურად პირველ კლასში შესაძლებელია დარეგისტრირდეს მაქსიმუმ 36 მოსწავლე;

შეზღუდული ადგილებისა და მაღალი მოთხოვნის გამო, შესაძლებელია მშობელმა მოახდინოს ე.წ. წინასწარი ჯავშანი, ამისთვის საჭირო ჩვენთან დაკავშირება (საკონტაქტო მონაცემები განთავსებულია სოციალურ გვერდებზე);

წინასწარი ჯავშანი არ არის გარანტია რეგისტრაციისა,  რადგან რეგისტრაცია ხორციელდება მოსწავლის წინა სასკოლო მზაობის შემოწმების,  გასაუბრებისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შემდეგ.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • ბავშვის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • ჯანმრთელობის ცნობა;
  • ფოტოსურათი (ზომა 3X4)
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
  • განცხადება, რეგისტრაციაზე (ივსება სკოლაში)

პირველკლასელთა წინასწარი ჯავშნის დროს პრიორიტეტი ენიჭება სკოლა თაობაში უკვე არსებული მოსწავლეების დედმამიშვილებს.


მობილობა II-XII კლასებში

II-XII კლასებში მობილობა შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში, გარდა სასწავლო წლის დაწყებიდან და სასწავლო წლის დასრულებამდე ერთი თვის განმავლობაში.

მობილობის მსურველი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი უკავშირდება სკოლას და ათანხმებს სკოლაში ვიზიტს, რომლის დროსაც ხდება სკოლის დათვალიერება, სკოლის მისიის, პრინციპების, ღირებულებებისა და კულტურის  გაცნობა, მოსწავლესთან გასაუბრება და თანხმდება ტესტირების თარიღი.

სკოლაში II-XII კლასებში მობილობისთვის აუცილებელია მოსწავლემ დაადასტუროს ცოდნა ტესტების მეშვეობით 3/4 საგანში:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • მათემატიკა
  • ინგლისური ენა
  • მოქალაქეობა (VII-XII კლასებში)

მხოლოდ ტესტირების გავლის შემდეგ შეუძლია მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს დაწეროს განცხადება, რომლის შემდეგაც სკოლა განახორციელებს ელექტრონულ მოთხოვნას გამშვებ სკოლასთან მობილობასთან დაკავშირებით.

გაითალისწინეთ, რომ სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულია კლასში მაქსიმალური 18 მოსწავლის განთავსება, შესაბამისად შესაძლებელია გარკვეულ კლასებში იყოს შეზღუდული ადგილების რაოდენობა.

სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლებმა დროულად უნდა ჩააყენონ სკოლა საქმის კურსში. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, მოსწავლის მდგომარეობის დამატებითი შეფასება გახდეს საჭირო, რათა დავრწმუნდეთ, რომ სკოლა მზად არის საჭირო დახმარების გასაწევად.