მდებარეობა

ბათუმი, რურუას ქ.10

მოგვწერეთ

schooltaoba@gmail.com

დაგვიკაშირდით

სკოლის ისტორია

სკოლის ისტორია

სკოლა "თაობა" 2001 წელს დაფუძნდა მეცნიერებათა დოქტორის ომარ მიქელაძის მიერ, რომლის მიზანი იყო შეექმნა საგანმანათლებლო სივრცე, სადაც მოსწავლეები შეძლებდნენ პიროვნულ განვითარებას, ცოდნის მიღებას და ჩამოყალიბდებოდნენ ღირსეულ და პატრიოტულ მოქალაქეებად. 

პირვანდელი სკოლის სახელი იყოს "თაობა XXI", რომლითაც ხაზი გაესვა ახალი, 21-ე საუკუნის დასაწყისში ახალი თაობის განვითარების საჭიროებას.

სკოლა "თაობა XXI" ნელ-ნელა, თუმცა მყარად იმკვიდრებდა ადგილს რეგიონის საგანმანათლებლო სივრცეში და 2015 წელს კი რებრენდინგის შედეგად შეეცვალა სახელი: - სკოლა "თაობა".

დღესდღეობით სკოლა თაობა წარმოადგენს სივრცეს, სადაც უზრუნველყოფილია დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე სასწავლო პროცესის ცნებების შინაარსის გააზრებაზე და ფუნქციური უნარების (შემოქმედებითობა, კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, თანამშრომლობა, მოქალაქეობა, ხასიათი/ნებისყოფა) გააქტიურებაზე ორიენტირებული სწავლა-სწავლება. 

სკოლა თაობაში სწავლების მეთოდია შემოქმედებით დავალებებზე მუშაობა, რომელიც კონტსრუქტივიზმის პრინციპების დაცვით ხორციელდება.

შემოქმედებით დავალებებზე  აგებული სწავლების მეთოდი უზრუნველყოფს მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურებას, ცოდნის ეტაპობრივ აგებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით და მყარი, დინამიური და ფუნქციური ცოდნის შეძენას.