მდებარეობა

ბათუმი, რურუას ქ.10

მოგვწერეთ

schooltaoba@gmail.com

დაგვიკაშირდით

სამოქმედო გეგმა

სამოქმედო გეგმა

2025 წლის ივნისის ბოლოს-ივლისის დასაწყისში განხორციელდა 2024-2025 წლის სამოქმედო გეგმის საბოლოო შეფასება, რაც გულისხმობს შეგროვებული ინფორმაციის შინაარსობრივ ანალიზს. რომლითაც დადგინდა აქტივობები რომლებიც შესრულდა, რამდენად კარგად შესრულდა და აკმაყოფილებს თუ არა კრიტერიუმებს.

  • გაანალიზდა შეუსრულებელი ან ნაწილობრივ შესრულებული აქტივობები.
  • გაანალიზდა გარემოში არსებული საკანონმდებლო, ტექნოლოგიური თუ კონცეპტუალური ცვლილებები.
  • გაანალიზდა სკოლის ორგანიზაციული შედეგები (კადრების დენადობა, ზოგადი შეფასება სკოლის როგორც ინსტიტუციის).
  • გაანალიზდა თანამშრომელთა თუ სასკოლო საზოგადოების ინიციატივები.

   აღნიშნულის გათვალისწინებით პასუხი გაეცა საკვანძო შეკითხვებს: სტრატეგიული განვითარების მიზნების და ამოცანების მისაღწევად 2025-2026 სასწავლო წელს რა აქტივობები უნდა დაგეგმოს და განახორციელოს სკოლამ? რამდენად ზუსტად უპასუხებს აქტივობები სასკოლო საზოგადოების საჭიროებებს? როგორ უზრუნველვყოთ დაგეგმილი აქტივობების წინა წელთან შედარებით მეტად ეფექტიანად განხორციელება? გაგრძელდება სარგებელი, რომელიც აქტივობის განხორციელებას მოჰყვება?
   ამ პროცესების გავლის შედეგად შეიქმნა 2025-2026 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელის შექმნაზე მუშაობდა ხარისხის ჯგუფი 2025 წლის ივლისის თვეში. სამოქმედო გეგმის პროექტი, უკუკავშირის და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების/დამატებების შეტანის მიზნით, გაუზიარდა სასკოლო საზოგადოებას - გადაიგზავნა სკოლის მესენჯერის ჩათებში, რომლის შემდეგ საბოლოო ვარიანტი დამტკიცდა დირექტორის მიერ.

იხილეთ სკოლა თაობის 2025-2026 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა მიმაგრებული ფაილის სახით 👇