მდებარეობა

ბათუმი, რურუას ქ.10

მოგვწერეთ

schooltaoba@gmail.com

დაგვიკაშირდით

სასკოლო კურიკულუმი

სასკოლო კურიკულუმი

სკოლა „თაობა’’ განსხვავდება სხვა სკოლებისაგან როგორც რესურსებით (იქნება ეს ადამიანური, ინფრასტრუქტურული თუ ფინანსური რესურსი), ასევე საკუთარი ინსტიტუციური მეხსიერებით, სასკოლო კულტურით, შესაძლებლობებითა და გამოწვევებით. შესაბამისად, ჩვენი სკოლის მოქმედების არეალიც და ხედვებიც განსხვავებულია.

სწორედ სასკოლო კურიკულუმია მთავარი ინსტრუმენტი, რომელშიც ნათლად ჩანს მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისთვის გამოკვეთილი სკოლის ავთენტური ‘’გზა“.
სასკოლო კურიკულუმი ჩვენთვის წარმოადგენს ერთგვარ შეთანხმებას/ანგარიშვალდებულებას სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის.

რაც უფრო მაღალია შეთანხმებულობის და ანგარიშვალდებულების ხარისხი, მით უფრო მდგრადი და თანამიმდევრულია პროცესები, რაც დადებით გავლენას ახდენს მოსწავლეთა პროგრესზე.

2025-2026 სასკოლო კურიკულუმის კონცეპტუალური და ადმინისტრაციული ნაწილის სანახავად გთხოვ დააკლიკოთ გახსნის ღილაკს 👇