სკოლა თაობის ერთ-ერთი მიზანია მოსწავლეთა სოციალიზაცია და ინდივიდუალიზმის, დამოუკიდებლობის ხელშეწყობა (სუბიექტივიზაცია). ამ მიზნის მისაღწევად სკოლის ერთ-ერთი ამოცანაა მოსწავლთა საჭიროებების, მზაობის და ინტერესების გათვალისწინებით სასკოლო პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.
სასკოლო პროექტებზე მუშაობისას სკოლა ეყრდნობა შემდეგ კრიტერიუმებს:
🟣 პროექტის დაგეგმვისას გათვალისწინებულია მოსწავლეთა ინტერესები, საჭიროებები, შესაძლებლობები;
🟣 პროექტები იგეგმება მოსწავლეთა ჩართულობით;
🟣 პროექტის განხორციელება იძლევა მოსწავლეთა თანაბრად ჩართვის შესაძლებლობას;
🟣 პროექტები ორიენტირებულია დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარებაზე;
🟣 პროექტი ორიენტირებულია სამიზნე ცნების/ცნებების სიღრმისეულ გააზრებაზე;
🟣 პროექტი ხელს ეუწყობს ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ მიმართულებებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას;
🟣 პროექტი გამოკვეთს ინტერდისციპლინურ კავშირებს, ასევე კლასებს/საფეხურებს შორის კავშირებს;
🟣პროექტი ითვალისწინებს სკოლის სტრუქტურულ ერთეულებთან (კათედრები,მოსწავლეთა თვითმმართველობა, სკოლის კლუბები) თანამშრომლობას და სასკოლო საზოგადოების/თემის ჩართულობას;
🟣 პროექტი ავითარებს თემთან/გარე ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს;
სკოლაში მოსწავლეთა საჭიროებების, შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების დადებითი შედეგები:
🟡 მოსწავლეები გაიაქტიურებენ ფუნქციურ უნარებს (შემოქმედებითობა; კომუნიკაცია; თანამშრომლობა; მოქალაქეობა; კრიტიკული აზროვნება; ხასიათი ნებისყოფა/ნებელობა);
🟡 ხელს ვუყწყობთ მოსწავლეთა მიერ საკუთარი თავის საზოგადოების წევრებად აღქმას და პასუხისმგებლიანი მოქალაქის ჩამოყალიბებას;
🟡 მოსწავლეებში (ზოგაგად სასკოლო საზოგადოებაში) ამაღლდება თანამედროვე სამყაროს საკვანძო თემებისადმი ცნობიერება;
🟡 ვინაიდან პროექტები დაუკავშირდება მოსწალეთა შესაძლებლობებს და საჭიროებებს, ეს ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას უშუალოდ სწავლისადმი- სწავლა-სწავლება მეტად ინტერესიანი კონტექსტების/შინაარსის მატარებელია, შესაბამისად მოსწავლეები სიღრმისეულად იაზრებენ სამიზნე ცნებებს;
🟡 ხელს ვუწყობთ სასკოლო კულტურის განვითარებას ( მეტი ურთიერთანამშრომლობა, ჰორიზონტალური ურთიერთობა, „ჩვენ’’ პარადიგმის რეალიზება);
🟡 თანამშრომლობა სხვადასხვა ორგანიზაციასთან/თემის წევრებთან, შედეგად სკოლის დადებითი იმიჯის ზრდა და მაღალი ცნობადობა.
სკოლა თაობაში 2025-2026 სასწავლო წელს მიმდინარე პროექტების ამოცანებისა და აქტივობებეის სანახავად აარჩიეთ და დააკლიკეთ 👇
