ეპიზოდის სტუმარია ქართული ენისა და ლიტერატურის ახალგაზრდა მასწავლებელი ნინო ბერიძე, რომელიც საუბრობს მასწავლებლის პროფესიის შესახებ. ეპიზოდში ვსაუბრობთ თუ როგორ გეგმავს და ახორციელებს მასწავლებელი სასწავლო პროცესს, როგორ ახდენს მოსწავლეებზე მორგებული რესურსების მობილიზებას. განვიხილავთ სკოლის როლს მასწავლებლის მოტივაციის ზრდის და განვითარების ხელშეწყობის კუთხით და სხვა საინტერესო საკითხებს.