მდებარეობა

ბათუმი, რურუას ქ.10

მოგვწერეთ

schooltaoba@gmail.com

დაგვიკაშირდით

სადიაგნოსტიკო გამოცდები

სადიაგნოსტიკო გამოცდები

თარიღი: 28.12.2025
გაზიარება

ჩვენს სკოლაში, სემესტრის  დასრულებამდე, ყოველწლიურად  ტარდება დიაგნოსტიკური ტესტირება. აღნიშნული წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს მოსწავლეთა სასწავლო პროცესის შეფასებისა და ანალიზისათვის.

მისი მთავრი მიზანია სემესტრის განმავლობაში ჩატარებული სწავლებისა და გაწეული სამუშაო შედეგების საფუძვლიანი შეფასება, რაც საშუალებას გვაძლევს  გამოვავლინოთ მოსწავლეების განვითარების საჭიროებები და დავაკვრიდეთ მათ პროგრესს.

ტესტირების შედეგად მიღებული ინფორმაცია სკოლას აძლევს შესაძლებლობას:

  • დაადგინოს მოსწავლეების ინდივიდუალური საჭიროებები;
  • შეაფასოს სასწავლო პროცესი და გაკვეთილების ეფექტურობა;
  • გააანალიზოს და დაგეგმოს მომდევნო სემესტრის სასწავლო სტრუქტურა;
  • უზრუნველყოს თითოეული მოსწავლის თანმიმდევრული და სრულფასოვანი განვითარების პროცესი.

ამ პროცესის შედეგად სკოლა უზრუნველყოფს, რომ განათლება არ იყოს მხოლოდ შეფასების მიზანზე ორიენტირებული, არამედ მოსწავლემ შეძლოს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, ახალი უნარების განვითარება და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვნად გამოვლენა.