მდებარეობა

ბათუმი, რურუას ქ.10

მოგვწერეთ

schooltaoba@gmail.com

დაგვიკაშირდით

იმიტირებული სასამართლო პროცესი

  • მთავარი
  • იმიტირებული სასამართლო პროცესი

იმიტირებული სასამართლო პროცესი

თარიღი: 23.02.2026
გაზიარება

არაფორმალური განათლების ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში განხორციელდა საგანმანათლებლო აქტივობა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა განიხილეს სოფოკლეს ტრაგედიაანტიგონე“. აქტივობა ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესის ფორმატში.

აქტივობის მიზანია მოსწავლეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარება, არგუმენტირებული მსჯელობისა და საჯარო გამოსვლის უნარების გაძლიერება. ასევე, ლიტერატურული ტექსტის გააზრება სამართლებრივ და ეთიკურ კონტექსტში.

საგანმანათლებლო პროცესში ჩართული იყო სასკოლო საზოგადოებაც, რომლებმაც ნაფიც მსაჯულთა ფუნქცია შეასრულეს და წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება.

აღნიშნული გამოცდილება წარმოადგენს ეფექტიან საგანმანათლებლო პრაქტიკას, რომელიც აერთიანებს ლიტერატურას, სამართალსა და მოქალაქეობრივ განათლებას და ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას.