მდებარეობა

ბათუმი, რურუას ქ.10

მოგვწერეთ

schooltaoba@gmail.com

დაგვიკაშირდით

დებატების ტექნიკა

დებატების ტექნიკა

თარიღი: 03.06.2026
გაზიარება

6–7 მარტს, გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით და გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიასთან თანამშრომლობით, თაობელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა ტრენინგი დებატების ტექნიკაზე.

შეხვედრას უძღვებოდნენ: სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი თამარ გურჩიანი და ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ დებატების ძირითად ფორმატსა და ტექნიკებს. ასევე, არგუმენტებული მსჯელობის განსავითარებლად შეასრულეს სპეციალური სავარჯიშოები.

ტრენინგზე განიხილეს:

  • Fallacy-ის მეთოდიკა, რომელიც ეხმარება ლოგიკური შეცდომების ამოცნობასა და სწორ არგუმენტაციაში;
  • Jubilee დებატების ფორმატი, რომელიც მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას სტრუქტურირებულად გადმოსცენ საკუთარი პოზიცია და მიზეზ-შედეგობრივად უპასუხონ ოპონენტის არგუმენტებს.

შეხვედრის ბოლო ნაწილში გაიმართა დებატების მოდელირება, სადაც მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოსცადეს.