მდებარეობა

ბათუმი, რურუას ქ.10

მოგვწერეთ

schooltaoba@gmail.com

დაგვიკაშირდით

ზღვის სანაპიროს დასუფთავების აქცია

  • მთავარი
  • ზღვის სანაპიროს დასუფთავების აქცია

ზღვის სანაპიროს დასუფთავების აქცია

თარიღი: 05.06.2026
გაზიარება

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პროექტ „MACRO CLEAN“-ის ფარგლებში გაიმართა ზღვის სანაპიროს დასუფთავების აქცია, რომელშიც ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.

 აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნებისადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და ეკოსისტემის დაცვის მნიშვნელობის გაცნობიერება.

აქცია ბათუმის აეროპორტის მიმდებარე სანაპიროზე ჩატარდა, სადაც მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით საქმიანობაში ჩაერთნენ.

ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა:

🔸 სანაპიროს დასუფთავება და ნარჩენების შეგროვება;

🔸 ზღვიდან ნარჩენების ამოღება მყვინთავების მონაწილეობით;

🔸 გარემოსდაცვით თემებზე ვიქტორინა, რომელმაც მონაწილეთა ცოდნა და ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა.

 მოსწავლეები ასევე შეხვდნენ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ექსპერტებს, რომლებმაც ისაუბრეს ზღვის დაბინძურების მიზეზებზე, მის შედეგებსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე. მათ ყურადღება გაამახვილეს თითოეული ადამიანის როლზე გარემოს დაცვის საქმეში.

 მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, ეკოლოგიური კულტურისა და საზოგადოების მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების განვითარებას