მდებარეობა

ბათუმი, რურუას ქ.10

მოგვწერეთ

schooltaoba@gmail.com

დაგვიკაშირდით

საველე პრაქტიკა ბოტანიკასა და ზოოლოგიაში

  • მთავარი
  • საველე პრაქტიკა ბოტანიკასა და ზოოლოგიაში

საველე პრაქტიკა ბოტანიკასა და ზოოლოგიაში

თარიღი: 06.06.2026
გაზიარება

სასწავლო საველე პრაქტიკა ბოტანიკასა და ზოოლოგიაში

VII კლასის მოსწავლეებმა მტირალას ეროვნულ პარკში საინტერესო და შემეცნებითი დღე გაატარეს. მათ მოინახულეს მტირალას ტბა და წაბლნარის ჩანჩქერი, სადაც ბუნება არა მხოლოდ დაათვალიერეს, არამედ პრაქტიკულადაც შეისწავლეს. მოსწავლეები გუნდებად იყვნენ დაყოფილი და თითოეულს თავისი როლი ჰქონდა. ჯგუფის ყველაზე პატარა წევრი მესამე კლასელი იყო, რომელიც ყველა აქტივობაში აქტიურად მონაწილეობდა.

მოსწავლეები გაეცნენ კოლხური ტყის ფლორის ელემენტებს, დააკვირდნენ გარემოს და სხვადასხვა მცენარის სახეობა გაარკვიეს აპლიკაცია PlantNet-ისა და საქართველოს ფლორის საველე სარკვევების დახმარებით. საველე სამუშაოების დროს მონაწილეებმა გამოიყენეს აპლიკაცია Herpi, რომლის დახმარებითაც დაადგინეს, თუ რომელი ქვეწარმავლები ბინადრობდნენ მათ ირგვლივ.

კვლევისას მოსწავლეებმა აღმოაჩინეს და დააფიქსირეს სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმი, მათ შორის გველი, მორიელი და კიბორჩხალა, რამაც ეს გამოცდილება კიდევ უფრო საინტერესო გახადა.

განსაკუთრებული მადლობა ალექსანდრე ხახვას, რომელმაც მოსწავლეებს საველე კვლევის მეთოდები პრაქტიკულად გააცნო და საკუთარი ცოდნა გაუზიარა.