25 წლის განმავლობაში ჩვენს სკოლაში ბევრი მოსწავლე გაიზარდა.
სკოლაში ყოველდღე ბევრი რამ ხდება: გაკვეთილები, კითხვები, შეცდომები, ახალი მცდელობები და ერთმანეთის დახმარება. ხშირად ეს ყველაფერი ჩვეულებრივი გვგონია, მაგრამ წლების შემდეგ სწორედ ასეთი პატარა ამბები გვახსენდება.
ამ მოგონებების დიდი ნაწილი ჩვენს მასწავლებლებს უკავშირდება.
სწორედ ამიტომ, სკოლის 25 წლის იუბილესა და მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავმართეთ საღამო, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენი სკოლის ნაწილი არიან.
განსაკუთრებული მადლობა ნარგიზ ლორთქიფანიძესა და ნესტორ როყვას. ისინი სკოლაში მისი დაარსების დღიდან მუშაობენ და დღემდე ერთგულად აგრძელებენ საკუთარ საქმეს.
მადლობა თითოეულ მასწავლებელს, ვინც ამ წლების განმავლობაში ჩვენი მოსწავლეების გვერდით იყო და ჩვენი სკოლის ისტორიის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანა.