ახალი შესაძლებლობები ,,თაობის“ მოსწავლეებისთვის!
ჩვენს სკოლასა და საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო კომპანია EdVizio-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის მიზანია, მოსწავლეებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზღვარგარეთ სწავლის შესახებ და დავეხმაროთ, უკეთ გაეცნონ განათლების გაგრძელების სხვადასხვა გზას. ამასთან, ორგანიზაცია სკოლას გაუწევს კონსულტაციას და გაუზიარებს რეკომენდაციებს, როგორ მოვამზადოთ მოსწავლეები საზღვარგარეთ სწავლისთვის.
მემორანდუმის გაფორმებასთან ერთად, მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრაც გაიმართა, რომელსაც EdVizio-ს დამფუძნებელი ამირან მაკარაძე უძღვებოდა. მან მოსწავლეებს უნივერსიტეტის არჩევისას გასათვალისწინებელი საკითხები გააცნო.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ჰქონდეთ საჭირო ინფორმაცია, გაეცნონ სწავლის სხვადასხვა შესაძლებლობას და უკეთ მოემზადონ მომავალი არჩევანისთვის.