მდებარეობა

ბათუმი, რურუას ქ.10

მოგვწერეთ

schooltaoba@gmail.com

დაგვიკაშირდით

ლიტერატურა დისკუსიისა და ახალი აზრების სივრცე

  • მთავარი
  • ლიტერატურა დისკუსიისა და ახალი აზრების სივრცე

ლიტერატურა დისკუსიისა და ახალი აზრების სივრცე

თარიღი: 02.11.2026
გაზიარება

მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამებისა“ და იოანე საბანისძის „აბო თბილელის წამების“ შესწავლის შემდეგ, მასწავლებლების ერთობლივი ინიციატივით, ინტელექტუალურ-ლიტერატურულ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.

 აქტივობა დისკუსიით დაიწყო. მოსწავლეებმა ნაწარმოებებში წამოჭრილ საკითხებზე იმსჯელეს, ბარათებით „ვეთანხმები“ და „არ ვეთანხმები“ საკუთარი პოზიციები გამოხატეს და არგუმენტებით დაასაბუთეს.

დისკუსია გუნდური ინტელექტუალური შეჯიბრებით გაგრძელდა. კითხვები ხუთ კატეგორიას მოიცავდა: ალუზიებს, პერსონაჟებს, ციტატებს, მხატვრულ ხერხებსა და პარალელებს. გუნდები ქულებს აგროვებდნენ, გამარჯვებული კი საბოლოო შედეგით გამოვლინდა. 

აქტივობამ მოსწავლეებს ლიტერატურული ცოდნის გაღრმავების, მსჯელობისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარების შესაძლებლობა მისცა