სკოლა ,,თაობის” მიზანია მოსწავლეების პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენა

სკოლის მოსწავლეებს სასწავლო პროცესში შესაძლოა გარკვეული სირთულეები შეხვდეთ, ეს შეიძლება იყოს, როგორც სწავლასთან დაკავშირებული, ასევე სოციალურ-ემოციური სირთულეები.

ხანდახან მოსწავლეებს უჭირთ ემოციებთან განმკლავება და მშვიდობიანი გზით პრობლემის გადაჭრა. სწავლისათვის საკუთარი ძალების მობილიზება. ამ სირთულეებთან გამკლავებისთვის საჭიროა სკოლის ფსიქოლოგი, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს აკადემიური მიღწევების ამაღლებასა  თუ სხვა საკითხების მოგვარებაში.

ჩვენი მიზანია მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში მაქსიმალურად ჩართვა.

სკოლის ფსიქოლოგი არა მხოლოდ ეხმარება მოსწავლეებს საჭირო უნარების განვითარებაში, არამედ ასწავლის  მოცემულ მომენტში არსებული საჭიროებების დანახვას და სწორი გამოსვლის ძიებას. ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც პირად ურთიერთობებს ოჯახთან, ასევე მეგობრებთან და გარშემო მყოფებთან.

სკოლის ფსიქოლოგი აკვირდება მოსწავლეთა სწავლას, ქცევას და ეხმარება მათ, ჰქონდეს წარმატებული აკადემიური, სოცილაური და ემოციური სფერო.

    ამასთან, სკოლის ფსიქოლოგი ზრუნავს მოსწავლეების სოციალური და კომუნიკაციური უნარების გაუმჯობესებაზე. ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების საფუძველზე ასწავლის მათ პრობლემის აღიარებას, ბრაზის მართვას  და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.

მასწავლებლის დახმარებით და კლასებში მონაცემთა შეგროვებით სკოლის ფსიქოლოგი ღებულობს ინფორმაციას მოსწავლეების აკადემიური მიღწევების შესახებ, შემდეგ ის ეძებს  დაბალი მოსწრების მიზეზს და ადგენს ჩარევის გეგმას. შესაძლოა ეს იყოს დაბალი მოტივაცია, რის ამაღლებაზეც იზრუნებს სკოლის ფსიქოლოგი.

სკოლის ფსიქოლოგი აწვდის პედაგოგებს და მშობლებს მოსწავლის სწავლისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას. იღებს მათგან უკუკავშირს და ადგენს ერთობლივი ჩარევის  სტრატეგიას, უზრუნველყოფს სკოლისა და მშობლის ძლიერ ურთიერთკავშირის ჩამოყალიბებას.