დაწყებით კლასებს შორის ჩატარდა შიდა სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში

სკოლა ,,თაობაში” პირველი კლასიდანვე ისწავლება ჭადრაკი. 

შიდა საჭადრაკო შეჯიბრებები სკოლის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. 

რამოდენიმე დღის უკან დასრულდა მორიგი შიდა საჭადრაკო ჩემპიონატი დაწყებით კლასებს შორის.

ჩემპიონატი მიმდინარეობდა კლასებს შორის. მაგალითისთვის Iა კლასი ეჯიბრებოდა Iბ კლასს, IIა კლასი –  IIბ კლასს, IIIა კლასი – IIIბ კლასს, IV კლასი –  V კლასს, ხოლო VI  კლასი – VII კლასს. 

საბოლოოდ გამარჯვებულებად გამოვლინდა: Iბ კლასი, IIა კლასი, IIIბ კლასი, V კლასი და VII კლასი. 

სკოლა ,,თაობა” ულოცავს მოსწავლეებს გამარჯვებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს !!!