მასშტაბური ღონისძიება სახელწოდებით “საქართველოს კუთხეები”

🇬🇪✨სკოლა თაობა • Skola Taoba-ში მასშტაბური ღონისძიება სახელწოდებით “საქართველოს კუთხეები” გაიმართა.

🖇️საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა, საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი სამზარეულო წარმოადგინეს. პარალელურად გაიმართა კონცერტი, სადაც ბავშვებმა სიმღერისა და ცეკვის ნომრები შეასრულეს. მოსწავლეებმა სცენაზე ქვეყნის კულტურა და ტრადიციები გააცოცხლეს. ღონისძიების კულმინაცია იყო სიმღერა აფხაზეთზე, რა დროსაც მოსწავლეებმა გამთლიანებული საქართველო წარმოგვიდგინეს.

💫🌟 ღონისძიება სკოლის მასწავლებლების ლიკა ქორიძისა და სოფო ფუტკარაძის ინიციატივით, ადმინისტრაციის, მუსიკის მასწავლებლის თაკო მგალობლიშვილის მხარდაჭერით გაიმართა. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მოსწავლეების მშობლებმა. ასევე, საინტერესო კადრების დაფიქსირებისათვის მადლობას ვუხდით X კლასის მოსწავლე ელენე ვარშალომიძეს.

🤝სკოლა თაობა მადლობას უხდის მშობლებს, ღონისძიების ინიციატორებსა და თითოეულ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა მის ორგანიზებაში.

______________

#თაობა

#მეტივიდრესკოლა

https://fb.watch/oLPUuoZB1Q/