მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს

21 მარტი არის დაუნის სინდრომის საერთაშორიშო დღე, რომლის მთავარი მიზანია ისეთ აქტივობებისა და ღონისძიებების წახალისება, რომელიც მიმართულია დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისკენ.

დაუნის სინდრომის საერთაშორიშო დღესთან დაკავშირებით სკოლა თაობის  მოსწავლეებმა შექმნეს ვიდეო რგოლი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე 👉 ვიდეო რგოლი

დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, არამედ გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. დაუნის სინდრომი პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა ჯონ ლენგდონ დაუნმა. 21 მარტი ამ დღის აღსანიშნავად შერჩეულ იქნა შემდეგი მიზეზით: 21 არის სიმბოლო 21–ე ქრომოსომის, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე, კი ტრისომიული მოვლენის.

✔დაუნის სინდრომით იბადება ყოველი 800 ბავშვიდან ერთი.

✔დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს.

✔დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა.

✔დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.

✔დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად – დაუნი არის მეცნიერი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.