სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით შეიქმნა თემატური კინოკლუბი

სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოამზადეს დებატებისათვის თემა ,,ქართული კინომატოგრაფია საბჭოურ პერიოდში და დამოუკიდებლობის შემდეგ”. აღნიშნულ დებატებში მსჯელობა უკავშირდებოდა ფილმების ძირითად თემატიკას. მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ საბჭოურ პერიოდში კომედიური ფილმების გარდა, რეჟისორების მთავარი მიზანი იყო ფარულად (ალეგორიებით) გადმოეცათ საბჭოთა კავშირის მანკიერებები და მოსახლეობისთვის ეჩვენებინათ რეალური სურათი.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართული ფილმების ძირითადი მოტივი იყო ასახულიყო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი პრობლემები: სიღარიბე, სოციალური პრობლემები, კრიმინალი, ნარკოტიკებისადმი ახალგაზრდების მიდრეკილება, ტერიტორიების დაკარგვა და ა.შ. 

სამოქალაქო კლუბის წევრებმა შეარჩიეს საბჭოური პერიოდის ფილმებიდან:  თენგიზ აბულაძის  ,,მონანიება”, ხოლო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ გადაღებული ფილმებიდან: გიორგი ოვაშვილის ,,გაღმა ნაპირი”.

სკოლის თვითმმართველობამ განახორციელა კინოკლუბის ორგანიზება, სადაც მოხდა ზემოაღნიშნული ფილმების ჩვენება და შემდგომ მათი განხილვა-დებატები.