სკოლა ,,თაობა” ტრეფიკინგის წინააღმდეგ

ტრეფიკინგი (trafficking) — ინგლისური სიტყვა, რომელიც ნიშნავს აკრძალული საქონლით ვაჭრობას. ეს ნიშნავს კონტრაბანდისტების ან სხვა დამნაშავე პირების მიერ ადამიანებით ვაჭრობას, ყველაზე უფრო ხშირადსექსუალური დამონების, იძულებითი შრომის ან კომერციული მიზნებისთვის იძულებითი პროსტიტუციის მიზნით. იგი ასევე მოიცავს იძულებით ქორწინებას  ან სხეულიდან სხვადასხვა ორგანოების ამოღებას. 

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

XX საუკუნის ბოლოს მსოფლიოს კრიმინალურ ბიზნესს იარაღით და ნარკოტიკით ვაჭრობის გვერდით დაემატა ახალი სახე — ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი). იგი ტყვეთა შესყიდვის სახელწოდებით ცნობილი იყო XIV-XVIII საუკუნეების საქართველოში. და მას ძირითადად მუსლიმური ქვეყნების წარმომადგენლები ჩადიოდნენ ქართველ დიდგვაროვანთა დახმარებით. ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რომელიც მსხვერპლს დიდ სულიერ და ფიზიკურ ზიანს აყენებს. ზიანი ხშირად ისეთი მძიმეა, რომ სამედიცინო ჩარევის შემთხვევაშიც კი ვერ ხდება მსხვერპლის სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობის აღდგენა.

კაცობრიობის განვითარებასთან ერთად ვითარდება ტრეფიკინგის განხორციელების მასშტაბებიც, იზრდება მისი სისასტიკე და მოთხოვნილებები. ეს იმითაა გამოწვეული, რომ იგი ყველაზე დიდი არალეგალური ბიზნესია იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობის შემდეგ. მონობის წინააღმდეგ კონვენცია მოქმედებს 1926 წლიდან. 1996 წელს ძალაში შევიდა დამატებითი კონვენცია მონობის გაუქმების, ადამიანებით ვაჭრობის შესახებ. 1990 წლიდან ამ პრობლემას შეისწავლიან საერთაშორისო ორგანიზაციები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორები.

ტრეფიკინგის დანაშაული სხვადასხვა ეტაპებისგან შედგება:

  • 1 გადაბირება – მოტყუების გზით;
  • 2 გადაყვანა – კანონიერად ან უკანონოდ საზღვრების კვეთა;
  • 3 ექსპლუატაცია – ადამიანის მოვაჭრის მიერ მსხვერპლის გამოყენება ან გაყიდვა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით.

შვედეთი იყო პირველი ქვეყანა, სადაც მიიღეს კანონი ტრეფიკინგის წინააღმდეგ. 2000 წელს აშშ-ში ძალაში შევიდა ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის აქტი. საქართველოს «ადამიანით ვაჭრობის» (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ (2006 წლის 28 აპრილი) კანონში ტრეფიკინგი ადამიანის ვაჭრობასთანაა გაიგივებული. ამ კანონის მე-3 მუხლში განმარტებულია ტერმინები, მათ შორის ტრეფიკინგი, როგორც ადამიანებით ვაჭრობა. სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე (პრიმა) მუხლის თანახმად ტრეფიკინგი შეიძლება გამოვლინდეს უპირველეს ყოვლისა ადამიანის ყიდვა-გაყიდვაში. არსებობს მთელი რიგი დოკუმენტებისა, რომლებშიც სხვადასხვა კუთხითაა განხილული ტრეფიკინგის გამოვლინებანი და მათთან ბრძოლის ღონისძიებანი. ასეთია მაგალითად საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ბავშვის უფლებების კონვენციის დამატებითი ოქმი (2002 წლის 27 სექტემბერი), ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ (2006 წლის 22 დეკემბერი) და სხვა. 2000 წლამდე არ არსებობდა ტრეფიკინგის იურიდიული დეფენიცია, რომელიც საყოველთაოდ იქნებოდა მიღებული.

ტრეფიკინგი საქართველოში

ტრანსპლანტაციისა და ბავშვების პროსტიტუციის შემთხვევები

საქართველოს 20 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პოლიციის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც მოიცავენ თანამშრომლობას ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის სფეროშიც. ტრეფიკინგის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიებების გატარების მიზნით, შესაბამისი ოქმი ხელმოწერილია თურქეთის რესპუბლიკასთან.

ტრეფიკინგის შედეგები განსაკუთრებით საგანგაშოა ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიცაა საქართველო. საზღვარგარეთ სამუშაოს მძებნელი ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოში იშვიათად ბრუნდება, ხოლო ვინც ბრუნდება საეჭვოა მან მოკლე პერიოდში შეძლოს რეაბილიტაცია, ოჯახის შექმნა, ბავშვების ყოლა და მათი ნორმალური განვითარება. ტრეფიკინგი ერის გენოფონდს უფრო დიდ საფრთხეს უქმნის იმ შემთხვევაში, როდესაც ტრეფიკინგი არასრულწლოვანთა მიმართ ხორციელდება.

ადამიანთა ტრეფიკინგი რთული, მრავალმხრივი დანაშაულია. ის შეიძლება ჩადენილი იქნეს ადამიანის ყიდვა-გაყიდვის ფორმით, მაგრამ არაა გამორიცხული მისი ჩადენა ამ აქტების გარეშეც, ერთი პირის მიერაც. მაგალითად დაქირავებული პირის შრომითი ექსპლუატაცია, დანაშაულში თანამონაწილეობის ფორმით, მათ შორის მყარად ორგანიზებული ჯგუფის მიერაც; შეიძლება ერთი ქვეყნის ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლებშიც მოხდეს და სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზეც ჰქონდეს ერთი დასრულებული ხასიათი. შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს-ს) ინფორმაციით ყოველ წელიწადს მსოფლიოში, საშუალოდ, ორიდან ოთხ მილიონამდე ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი, მათგან 70 % ქალები და ბავშვები არიან. ხშირ შემთხვევაში, ისინი საზოგადოების ყველაზე დაუცველ ფენას წარმოადგენენ.

ტრეფიკინგის სახეობები საქართველოში

არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაციის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია ორის ტიპის ტეფიკინგი: სექსუალური და შრომითი ექსპლუატაცია. სხვა გამოვლენილი ჯერ არ ყოფილა. ყველაზე რისკიან რეგიონად კი აჭარას ასახელებს, სადაც მისმა ორგანიზაციამ ტრეფიკინგის წინააღმდეგ კამპანია აწარმოა. ძირითადად, მაინც აჭარა გვევლინება ტრეფიკინგის რეგიონად. პროსტიტუციის დანაშაულში ჩაბმულები არიან, არა საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ბოლოს ტაჯიკეთის მოქალაქე დააკავეს. დამნაშავეს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ტრეფიკინგთან ბრძოლა საქართველოში

არსებობს სპეციალური უწყებათა საბჭო, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს. ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს სამოქალაქო გეგმა, რომელშიც გაწერილია, რა უნდა გააკეთოს თითოეულმა სამთავრობო უწყებამ იმისათვის, რომ ადამიანებით ვაჭრობა, ანუ ტრეფიკინგი აღარ იყოს”. საქართველოში არსებობს ტრეფიკინგთან ბრძოლის ფონდი. “ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის მიზანია: უზრუნველყოს ადამიანით ვაჭრობის თავიდან აცილება, მის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა, ტრეფიკინგის მსხვერპლთა უფლებების დაცვით. ასევე უზრუნველყოს მათი რეაბილიტაცია. განსაზღვროს ადამიანით ვაჭრობის დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების თავისებურებები. ამჟამად, ყველაზე დიდი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში მუშაობს ტრეფიკინგთან ბრძოლასთან დაკავშირებით არის IOM. IOM-ი საქართველოში მოიპოვებს და ანახლებს ინფორმაციას, როგორც კი ასეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება და გარკვეული ორგანიზაციები სთავაზობენ ხალხს ვიზებს და საზღვარგარეთ დასაქმებას. შეგვიძლია ერთმანეთისაგან განვასხვავოთ კანონიერი ორგანიზაციები და ის ორგანიზაციები, რომლებიც ტრეფიკინგს ეწევიან. ის ორგანიზაციები, რომლებიც ცნობილი ხდებიან, როგორც ტრეფიკინგში ჩართული ორგანიზაციები, ხშირად იცვლიან სახელებს და მისამართებს, რაც ართულებს მათი პოტენციური კლიენტების გაფრთხილებას მოსალოდნელი საშიშროების შესახებ. მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელიც სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს პირებს, რომლებიც რეკავენ ამ ხაზზე, მათ შორის აწვდიან ინფორმაციას კონკრეტული დამსაქმებელი ორაგანიზაციის შესახებ, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი ინფორმაცია მათთვის ხელმისაწვდომია.

გამოსავალი ტრეფიკინგის თავიდან აცილებისათვის

ტრეფიკინგი თავიდან აცილებისათვის პირველ რიგში საჭიროა ინფორმირებულობა. საქართველოში მძიმე ეკონომიკური პირობების გამო ბევრ ჩვენთაგანს უწევს საზღვარგარეთ წასვლა. არც კი ფიქრობს თუ რა ელოდებათ იქ. უმრავლესობა კი იქ იმ იმედით მიდის, რომ იქ სამსახურს იშოვის და წინასწარ არ ფიქრობენ იმაზე, რომ რა პრობლემას შეიძლება წააწყდეს იქ. მითუმეტეს თუ უკანონოდ იმყოფებიან. უმრავლესობა მიდის სააგენტოებით, სადაც კარგ პირობებს და მაღალ ანაზღაურებას პირდებიან. იქ ჩასულებს კი სხვა რეალობა შეიძლება დახვდეს. ეს ადამიანები ხშირად ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდებიან. უწევთ მუშაობა არა მაღალი ანაზღაურებით, არამედ შრომობენ საფასურის გარეშე. მიუხედავად ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებისა უნდა დავფიქრდეთ სად მივდივართ, რა პირობებში უნდა ვიმუშაოდ, კარგად უნდა გავარკვიოთ მოვიპოვოთ სრული ინფორმაცია იმ ადგილის შესახებ, სადაც მიემგზავრება. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი საბუთები არ გადავცეთ სხვას. ხელი არ უნდა მოვაწეროთ ჩვენთვის გაუგებარ ენაზე შედგენილი კონტრაქტს. კონტრაქტზე ხელის მოწერამდე უნდა მივიღოთ იურისტის კონსულტაცია, ნუ ვიფიქრებთ, რომ იქ უკეთესია. თუმცა სავარაუდოდ მდგომარეობა მანამ არ გამოსწორდება, სანამ საქართველოში არ გამოსწორდება დასაქმების პირობები. საუკეთესო გამოსავალია ის, რომ ხალხი დასაქმდეს და არ მოუწიოთ სხვა ქვეყანაში წასვლა და იძულებითი შრომა ფულისათვის, ახლობლებისა და ოჯახის წევრების გარეშე.